08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი - კუბაში ისტორიული შეხვედრა იგეგმება

დღეს კუბაში რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა შედგება. ისტორიული მოლაპარაკებები ჰავანას საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

პაპი ფრანცისკე ჰავანაში ადგილობრივი დროით 14 საათზე ჩავა, რუსეთის პატრიარქი კი უკვე კუბის დედაქალაქში იმყოფება. კირილე ჰავანაში რაულ კასტროს მიწვევით ჩავიდა. კუბის შემდეგ ის ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნას ეწვევა. რომის პაპი კი მექსიკაში მიემგზავრება.

ვატიკანის ინფორმაციით, სასულიერო პირების შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. აუდიენცია ჰავანას აეროპორტში 2 საათს გაგრძელდება. იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა, რომელიც ახლო–აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ქრისტიანთა დევნას შეეხება.

დღის ამბები