08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირება მექსიკაში - 52 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკის ქალაქ მონტერეის ციხეში ნარკოკარტელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ციხის გარეთ, პოლიციასა და პატიმრების ოჯახის წევრებს შორისაც მოხდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებენ.

ინციდენტი რომის პაპის მექსიკის ერთ–ერთ ციხეში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

დღის ამბები