08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
ბერლინში 66–ე საერთაშორისო კონოფესტივალი გაიხსნა

ბერლინალეს გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას ფესტივალის დირექტორი - დიტერ კოსლიკი და წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე, ოსკაროსანი მსახიობი, მერილ სტრიპი უძღვებოდნენ.

ბერლინალეზე ძმები კოენების ახალი ფილმის ჩვენებით გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ ქლუნი ასრულებს. „დიდება კეისარის“ პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ბერლინალე 21 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, მაყურებელი 400–ზე მეტ ფილმს ნახავს, თუმცა საკონკურსო სიაში მხოლოდ 23 ნამუშევარია შესული, აქედან ბერლინალეს უმაღლესი ჯილდოსთვის 18 ფილმი იბრძოლებს.

დღის ამბები