08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
რუსეთში ყველაზე მასშტაბური საჰაერო სწავლება ჩატარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო სწავლება ჩაატარა. წვრთნა კრასნოდარის რეგიონში გაიმართა. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პირობითი მტრის ობიექტების დაბომბვაში ივარჯიშეს.

დაუგეგმავი სწავლებები ამ კვირაში დაიწყო და რუსეთის 18 სამხედრო ბაზაზე ჩატარდა. წვრთნაში 9 ათასი ჯარისკაცი, 5 სამხედრო გემი და 200 სხვადასხვა სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. სწავლების მიზანი რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება იყო.

დღის ამბები