08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
ფერმერების აქცია საბერძნეთში სამართალდამცავებთან დაპირისპირებით დასრულდა

ფერმერების აქცია საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდაცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 800-მდე ფერმერს ბოსტნეულით დატვირთული მანქანების სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის წინ გაჩერების უფლება არ მისცა.

მომიტინგეებმა შენობაში შეჭრა სცადეს და პოლიციას ბოსტნეული და ქვები დაუშინეს. დაკავებულია 4 დემონსტრანტი.

ათენში საპროტესტო აქციების ჩატარებას სხვადასხვა რეგიონის ფერმერები მომავალშიც გეგმავენ. ისინი სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმების აპროტესტებენ.

დღის ამბები