20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სირიაში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბესლან მუხტაროვი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ კურიერთან საუბრისას სოფელ ყარაჯალას გამგეობაში ადასტურებენ. სოფლის რწმუნებული ალსკარ სარდაროვი აცხადებს რომ, მუხტაროვი წლების განმავლობაში თურქეთში მუშაობდა და მისთვის უცნობია როდის გადავიდა ახალგაზრდა მამაკაცი სირიაში. 

როგორც ცნობილია ბესლან მუხტაროვი განათლებით ექიმი იყო და სირიაში დაჭრილებს უვლიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბესლან მუხტაროვი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა, დეკემბერში კი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ბესლან მუხტაროვი ავია იერიშის დროს დაიღუპა. აზერბაიჯანულ მედიის ცნობით ის დაჯგუფება ჯაბჰათ ალ ნუსრას წევრი იყო. 

დღის ამბები