08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
პაკისტანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 96 ადამიანი დააკავეს

პაკისტანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 96 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა ალ–ქაიდასა და სხვა დაჯგუფებების მებრძოლები კარაჩიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს, მათ შორის 3 - საველე მეთაურია.

ეჭვმიტანილებს პაკისტანის საჰაერო ბაზების, აეროპორტებისა და პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმებში ედებათ ბრალი. პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ძალოვანებმა არაერთი ტერაქტი აღკვეთეს, მათ შორის ცნობილი ტერორისტის, ხალიდ ომარ შეიხის ციხიდან გაქცევაც, რომელიც Wall Street Journal-ის ჟურნალისტის გატაცებისა და მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. 

დღის ამბები