08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
სტამბოლის ცენტრში ორი შენობა ჩამოინგრა

სტამბოლის ცენტრში ორი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევა ტაქსიმის მოედანთნ ახლოს მოხდა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შენობაში ხალხი ყოფილიყო. შემთხვევის ადგილაზე მაშველები მუშაობენ და ნანგრევებს ამოწმებენ. შენობების ნგრევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ–ერთი მათგანი ხუთსართულიანი იყო. თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალაქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ჩამონგრევამდე ადგილობრივებმა ხმაური გაიგეს და შენობები დატოვეს. 

დღის ამბები