08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
ტერორისტული თავდასხმა მალიში - დაღუპულია გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი

მალიში ტერორისტთა თავდასხმის შედეგად გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. ტერორისტმა მებრძოლებმა მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი ბაზის ტერიტორია დაცხრილეს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ალ-ყაიდას ფილიალმა, დაჯგუფება ანსარ ად-დინმა აიღო. 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თავდასხმას "სამხედრო დანაშაული" უწოდა და დასძინა, რომ "გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის".

დღის ამბები