08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სირიაში იერიშებისა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სირიაში იერიშებისა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

განცხადებები ამ თემაზე მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთდა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერასა და იერიშებს შეწყვეტს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთის ოპერაცია სირიაში დაუშვებელია და ავიაცია სკოლებსა და საავადმყოფოებს ბომბავს.

განცხადებები ირანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააკეთეს. მათ აღნიშნეს, რომ ვიდრე ასადი ხელისუფლებიდან არ წავა, სირიაში ისლამური სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელი იქნება.

დღის ამბები