08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
რუსეთი სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს

რუსული ავიაცია სირიაში იერიშების შეწყვეტას არ აპირებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ მიუნხენში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეებს ეხება და ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას არ გულისხმობს.

მოსკოვში დღესაც ამტკიცებენ, რომ რუსული ავიაცია მხოლოდ ტერორისტების პოზიციებს ანადგურებს და დასავლეთის ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ "სიცრუეს" უწოდებს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ დამასკოსა და ჰომსის გარეუბნებზე მიიტანა იერიში.

ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

დღის ამბები