08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქმა სამართალდამცველებმა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად ქურთების მუშათა პარტიის 27 მებრძოლია ლიკვიდირებული.

ოპერაცია სიზრესა და დიარბაკირის მახლობლად ჩატარდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო საშუალებები.

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა სიზრეში ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დღის ამბები