08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას თურქეთსა და საუდის არაბეთში არ გამორიცხავენ

სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ISIS-ის წინააღმდეგ თურქეთსა და საუდის არაბეთში არ გამორიცხავენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანკარა და ერ–რიადი სირიაში საერთო ოპერაციას გეგმავენ და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთო სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ.

მევლუდ ჩავუშოგლუს თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება საბრძოლო ავიაციის თურქეთის ავიაბაზაზე განთავსებაზე უკვე მუშაობს.

საუდის არაბეთის კონტინგენტი და სამხედრო თვითმფრინავები ინჯირლიკში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განლაგდება. თვითმფრინავების რაოდენობა და სამხედროების რიცხვი მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები