08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
კურიერის მიერ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას მედვედევი უპასუხოდ ტოვებს

რუსული დელეგაცია მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება, სადაც სიტყვით რუსეთის პრემიერ- მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, გამოვიდა.

ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრი კურიერის კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

მედვედევმა იგივე შინაარსის კითხვა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც უპასუხოდ დატოვა.

„არ შევაფასებ იმას, რაც უკრაინაში მოხდა. ამაზე რუსეთის ხელისუფლებამ და მეც, მათ შორის, ბევრჯერ ვილაპარაკეთ,“ - ამ სიტყვებით უპასუხა დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

რეგიონებში რუსეთის პოლიტიკასა და კონკრეტულად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან თანამშრომლობაზე დასმულ შეკითხვას თავი აარიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომაც.

საკუთარ მოსაზრებას ღიად აფიქსირებს დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი, რომელიც აცხადებს, რომ შეკითხვა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაა.

მისი თქმით, რუსეთს არა აქვს რომის სტატუტი ზუსტად ისე, როგორც შეერთებულ შტატებს. „რუსეთს კი შეუძლია ითანამშრომლოს მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომელთა მონაწილეც თავად არის,“ - განაცხადა პუშკოვმა.

დღის ამბები