08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
"სირიის პრეზიდენტი აუცილებლად გადადგება" - არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საუდის არაბეთი ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი გადაყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ადელ ალ ჯუბ-ეირის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი აუცილებლად გადადგება, მაგრამ მოხდება ეს პოლიტიკური პროცესის თუ გადატრიალების შედეგად, ასადის რეჟიმსა და მისი მოკავშირეებზეა დამოკიდებული. მინისტრმა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციაც განმარტა, სირიაში ძალების გადასხმისა და სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესახებ. მისი თქმით, ერ რიადი მზადაა გაგზავნოს ძალები სირიაში, თუ ისინი შეერთებული შტატების მიერ მართული კოალიციის ფარგლებში იმოქმედებენ.

დღის ამბები