08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქეთი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მზად არის

თურქეთი მზად არის სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. აჰმედ დავუთ-ოღლუს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა ზუსტად ისევე იმოქმედებს, როგორც ერაყის ქალაქ კანდილში. თურქეთის პრემიერმა შარშან ერაყში ჩატარებული ოპერაცია იგულისხმა, როდესაც ანკარამ ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბა. ანკარას სირიაში მოქმედი ქურთთა დემოკრატიული კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს აღიარებული.

თურქეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში მოკავშირე ქვეყნები მათ მხარს დაუჭერენ. ანკარას პოზიციას სირიელ ქურთებთან მიმართებაში არ ეთანხმებიან ვაშინგტონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს ქურთთა პოზიციებზე იერიშებისგან თავის შეკავება ურჩია.

დღის ამბები