08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
უკრაინელმა აქტივისტებმა რუსულ სატვირთო მანქანებს გზა ჩაუკეტეს

უკრაინელმა აქტივისტებმა რუსულ სატვირთო მანქანებს გზა ჩაუკეტეს. ისინი ბელარუსისკენ მიმავალ მანქანებს, რომლებსაც რუსული სანომრე ნიშნები აქვთ, გზაზე არ ატარებენ. გავრცელებული ინფრომაციით, როვნეს ოლქში ათობით ტრაილერია ბლოკირებული. აქცია მემარჯვენე სექტორის მიერაა დაგეგმილი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისგან რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტას მოითხვს.

უკრაინის, როგორც სატრანზიტო დერეფანის გამოყენება რუსეთმა ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის 1-ლი თებერვლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლონეთსა და რუსეთს შორის ავტოგადაზიდვების პროცესი შეწყდა. შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლონეთი ლიცენზიების განახლებაზე ჯერჯერბოთ უარს აცხადებს.

დღის ამბები