08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
ჯაჭვურ ავარიას პენსილვანიის შტატში მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა ჯაჭვურ ავარიას პენსილვანიის შტატში. ამინდის გაუარესების შედეგად ერთმანეთს 50–მდე ავტომანქანა შეეჯახა, რასაც ჩქაროსნული მაგისტრალის ბლოკირება მოჰყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 ადამიანი, 40–მდე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. მეტეოროლოგები რეგიონში ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ და მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები