08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ახალ ზელანდიაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში. 5.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ქრაისტ–ჩერჩიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

პოლიციამ ქალაქის რამდენიმე შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავბულა. ძლიერი ბიძგების გამო ზღვისპირა კლდეების დიდი მასივი ჩამოიშალა.

დღის ამბები