08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
ობამამ და პუტინმა სირიასა და უკრაინაზე ისაუბრეს

ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინთან სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის ინიციატივით შედგა, თუმცა ობამას ადმინისტრაციას საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პუტნმა ობამასთან საუბარში უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად კიევის მიერ მინსკის შეთანხებით აღებული ვალდებულელების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასევე ყურადღება გაამახვილა ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტის შექმნაზე და ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმაზე.

საუბრისას მხარეებმა აისის-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ მხრივ რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებებს შორის სამუშაო კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.

დღის ამბები