08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ჯონ მაკკეინი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს

რუსეთის პოლიტიკა მიუნჰენის კონფერენციაზე ჯონ მაკკეინმაც გააკრიტიკა. ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს დასავლეთთან პარტნიორობა და სირიაში ომის დასრულება.

"მისი მიზანი ახლო აღმოსავლეთ რეგიონში რუსეთის წამყვან ძალად ჩამოყალიბებაა" - ამბობს მაკკეინი. მისი თქმით, პუტინი სირიას რუსული არმიის მოდერნიზებისთვის იყენებს და ლატაკიაში ახალი გავლენის სფეროს ქმნის, ზუსტად ისე როგორც კალინინგრადსა და ყირიმში გააკეთა.

"პუტინს სურს გაამწვავოს მიგრანტების პრობლემა და ეს კრიზისი იარაღის სახით გამოიყენოს ტრანს-ატლანტიკური ალიანსის გასახლეჩად და ევროპული პროექტის დასაზარალებლად" – აცხადებს ჯონ მაკკეინი.

დღის ამბები