08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით დაღუპულია 2 მებრძოლი. ანკარამ სირიელი ქურთებს ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით დაკავებული ტერიტორიების, მათ შორის მენაჰის საჰაერო ბაზის დატოვება არაერთხელ მოსთხოვა და საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

ანკარას სირიაში მოქმედი ქურთთა დემოკრატიული კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს აღიარებული. თურქეთის პოზიციას სირიელ ქურთებთან მიმართებაში არ ეთანხმებიან ვაშინგტონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს ქურთთა პოზიციებზე იერიშებისგან თავის შეკავება ურჩია.

დღის ამბები