08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ნატო 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის მოვლენების შემდეგ, არაერთხელ დაემუქრა რუსეთს ურთიერთობების გაწყვეტით - დიმიტრი მედვედევი

ნატო 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის მოვლენების შემდეგ, არაერთხელ დაემუქრა რუსეთს ურთიერთობების გაწყვეტით - ამის შესახებ euronews-თან ინტერვიუში რუსეთის პრემიერმა განაცხადა.

აქვე დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს ალიანსის ნებაა და მას შეუძლია მოსკოვთან ნებისმიერ დროს გაწყვიტოს ურთიერთობა.

რუსეთის პრემეირმა სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, სირიაში ხანგრძლივი ომი დაიწყება, რაც არავის სურს.

რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, რუსეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკურად ევროკავშირსაც აზარალებს

დღის ამბები