08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქეთმა რუსული სამხედრო ხომალდები ბოსფორის სრუტეში საკუთარი საზღვაო ესკორტის თანხლებით გაატარა

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ორი რუსული სამხედრო ხომალდი თურქეთის ხელისუფლებამ ბოსფორის სრუტეში საკუთარი საზღვაო ესკორტის თანხლებით გაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ორივე ხომალდი ხმელთაშუა ზღვაში მყოფ რუსულ ფლოტს უნდა შეუერთდეს.

პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შემთახმების თანახმად, თურქეთის ხელისუფლება ვალდებულია არასაომარ პერიოდში, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის გემი ბოსფორის სრუტეზე გაატაროს.

დღის ამბები