08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
რუსულმა ავიაციამ სირიაში მორიგი იერიშები განახორციელა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც

რუსული ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული მორიგი იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ. იერიშები დერაას პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად განხორციელდა.

პარასკევს გერმანიაში მიღწეული შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა სირიაში მებრძოლი სამთავრობო და ოპოზიციური ძალების მიერ.

პარალელურად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთი ქურთ მებრძოლებზე სარაკეტო იერიშებს უკვე მეორე დღეა განაგრძობს.

დღის ამბები