08 ოქტომბერი 2024,   09:36
ვრცლად
სირია თურქეთს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლება თურქეთს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს და გაეროს უშიშროების საბჭოს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მესამე დღეა თურქეთი საარტილერიო იერიშებს ახორციელებს სირიის ჩრდილოეთით ქურთთა პოზიციებზე.

სირიის ხელისუფლების მტკიცებით, თურქეთი ძირითადად იმ დაჯგუფებებს უტევს, რომლებიც ალეპოს პროვინციას ტერორისტებისგან ათავისუფლებენ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თუქრეთიდან სირიაში სამხედრო ავტოკოლონა და 100-მდე ჯარისკაცი გადავიდა. ოფიციალური ანკარა კი სახმელეთო ქვედანაყოფების შეყვანის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები