08 ოქტომბერი 2024,   09:30
ვრცლად
ხანძარი მუმბაის ცენტრში სცენაზე მაშინ გაჩნდა, როდესაც მოცეკვავეები მთავარ ნომერს ასრულებდნენ

უმსხვერპლოდ დასრულდა ხანძარი მუმბაის კულტურის ცენტრში. საზეიმო ღონისძიების დროს ცეცხლი სცენაზე იმ დროს გაჩნდა, როდესაც მოცეკვავეები მთავარ ნომერს ასრულებდნენ.

ხანძარი რამდენიმე წუთში მთელ პავილიონს მოედო. კონცერტზე მიწვეულები იყვნენ პოლიტიკოსები და ბოლივუდის ვარსკვლავები. ისინი დარბაზიდან მეხანძრეებმა გაიყვანეს.

კონცერტი ბიზნესის კვირეულს მიეძღვნა, რომელიც ინდოეთის პრემიერის ინიციატივით, ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით იმართება.

დღის ამბები