08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ლეონარდო დიკაპრიო და ფილმი „გადარჩენილი“ ბრიტანულმა კინოაკადემიამ დააჯილდოვა

ბრიტანეთის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად "გადარჩენილი" აღიარა. ალეხანდრო ინარიტუს სურათმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. წლის საუკეთესო მსახიობი ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო გახდა.

საუკეთესო რეჟისურისთვის ბაფტას ჯილდო მიიღო თავად რეჟისორმაც. ქალებს შორის კი წლის საუკეთესო მსახიობი ბრი ლარსონი გახდა, მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ბაფტას ჯილდო ქეით უინსლეტს გადასცეს.

ამავე კატეგორიაში მამაკაცებს შორის მარკ რეილანსი დაჯილდოვდა. სწორედ ეს მსახიობები არიან წარდგენილი ოსკარზეც, რომლის მფლობელთა ვინაობაც ცნობილი 28 თებერვალს გახდება.

დღის ამბები