08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
დაღესტანში პოლიციის საგუშაგოსთან ავტომობილი აფეთქედა - დაიღუპა ორი პოლიციელი

აფეთქება დაღესტანში. დერბენტის რაიონში პოლიციის საგუშაგოსთან ავტომობილი აფეთქედა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ორი პოლიციელი.

ამ დროისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მედიის ცნობით, საგუშაგოსთან სამართალდამცველებმა მანქანა გააჩერეს, რომელშიც ტერორისტი იმყოფებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილომა სწორედ მან აამოქმედა. მეორე ვერსიის თანახმად მანქანაში გაზის ბალონი აფეთქდა. შედეგად ახლოს მდგარი 4 ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. გუშინ ამავე საგუშაგოს უცნობებმა გაუხსნეს ცეცხლი, სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა.

დღის ამბები