08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
სიდნეიში მილიარდი ავსტრალიური დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები დააკავეს

მილიარდი ავსტრალიური დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები დააკავეს სიდნეიში. თხევადი მეთამფიტამინი პოლიციელებმა ქალის თეთრეულსა და საღებავებში აღმოაჩინეს.

ოპერაცია ერთ-ერთ საწყობში ჩატარდა, რომელშიც ჰონგ კონგიდან ჩატანილი კონტეინერი ინახებოდა. დაკავებულია ჩინეთის 4 მოქალაქე.

ავსტრალიის პოლიციის ცნობით, მათ ბრალად ედებათ 720 ლიტრი თხევადი ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდა. დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია ავსტრალიელმა და ჩინელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს.

დღის ამბები