ტყიბულში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს საქნახშირი ჯი-აი-ჯის დირექცია. განცხადებაში ნათქვამაი, რომ კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან.
“კომპანიის მხრიდან დაცულია ანაზღაურების დროულად მიღების ვადები, დაცულია სახელშეკრულებო პირობები, მეშახტეები უზრუნველყოფილნი არიან დაზღვევის სრული პაკეტით და კომპანიში მუდმივად მიმდინარეობს მეშახტეთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მიუხედვად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ობიექტური წინაპირობა არ არსებოდა და არ არსებობს, კომპანიის მენეჯმენტი აწარმოებს კომუნიკაციას აქციის მონაწილეებთან”, - ნათქვამია საქნახშირი ჯი-აი-ჯის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მათ საქნახშირის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.