08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
რეგიონების სუბსიდირება შეწყდა–კახეთის მოსახლეობას დენის გადასახადი უძვირდება

1 მარტიდან დენის ტარიფი კახელებს 4 თეთრით უძვირდებათ. სუბსიდირების 3 წლიანი პროგრამა დასრულდა და იმის გადახდა, რასაც მთავრობა იხდიდა, ახლა ადგილობრივებს მოუწევთ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდია, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა. ამის მიზეზი, კახეთის რეგიონის მოსახლეობის სხვა რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.

ჯამში ელექტროენერგიის გადასახადი 85 ათას აბონენტს უძვირდება.

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები