ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაშია. 2 წლიანი პასუზის შემდეგ პირველი ჯგუფი, ქვეყანაში გამარტივებული რეჟიმით დღეს შემოვიდა. შემდეგი ეტაპი კი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისებია, რომელთა აღდგენაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
პირველი ირანული ჯგუფის მეგზური ძველ თბილისში ტურიზმის ადმინისტრაცია იყო. უწყებაში არ დაუმალავთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2013 წელს ირანის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეეზღუდათ, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა. ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უვიზო მიმოსვლის აღდგენა დროული იყო და ირანი ახლა სასურველი პარტნიორია.
ირანის მოქალაქეებს, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე დარჩენა ორმოცდახუთ დღემდე შეუძლიათ.
ავტორი: ანა წერეთელი