08 ოქტომბერი 2024,   09:39
ვრცლად
„სანამ ჩვენ აქ მოლაპარაკებებს ვმართავთ, რუსეთი ბომბავს სკოლებს და საავადმყოფოებს" - თურქეთის პრემიერმინისტრი

რუსეთი ისლამურ სახელმწიფოსთან ერთად, პასუხისმგებელია სირიის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ამგვარი შეფასება მოჰყვა თურქეთის პრემიერმინისტრის მხრიდან ბოლო 24 საათის განმავლობაში სირიაში განხორციელებულ იერიშებს, რომლის დროსაც სკოლა და საავადმყოფოს შენობა დაიბომბა.

განცხადება პრემიერმა, უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა. დავუთ ოღლუმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამი ქვეყის - საქართველოს, უკრაინისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

„სანამ ჩვენ აქ მოლაპარაკებებს ვმართავთ, რუსეთი ბომბავს სკოლებს და საავადმყოფოებს სირიის ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ კასპიის ზღვიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვებით მოხდა. მოსკოვი აგრესიისა და ექსპანსიის პოლიტიკას აგრძელებს. ის, რაც დაიწყო აფხაზეთით, შემდეგ ყირიმში გაგრძელდა. ამჟამად კი სამი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა რუსეთის მიერ დარღვეული - საქართველოს, უკრაინისა და სირიის,” - განაცხადა აჰმეტ დავუთოღლუმ. 

დღის ამბები