08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
ასადის თქმით, აღმოსავლეთში მშვიდობის აღსადგენად ლოკალური ზავია საჭირო

ბაშარ ალ ასადი აცხადებს, რომ ახლო – აღმოსავლეთში მშვიდობის აღსადგენად ლოკალური ზავია საჭირო.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი ამოცანა ახლა ტერორიზმთან ბრძოლაა, სტაბილურობის აღსადგენის ერთ–ერთი გზა კი ცეცხლის შეწყვეტაა. თუმცა თუ ზავი შედგება, ეს არ ნიშნავს, რომ ორივე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს იარაღის გამოყენება - ამით ტერორისტები ისარგებლებენ და საკუთარ პოზიციებს გაამყარებენ - ამბობს ასადი.

სირიის ლიდერმა თურქეთისა და საუდის არაბეთის ინიციატივაც შეაფასა ქვეყანაში ერთობლივი ოპერაციის დაწყების შესახებ და აღნიშნა, რომ ანკარა და ერ–რიადი დასავლეთის მითითებით მოქმედებენ. მას მიაჩნია რომ დამოუკიდებლად საუდის არაბეთი და თურქეთი არაბულ ქვეყანაში შეჭრას ვერ გაბედავდნენ.

 

დღის ამბები