08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
რომის პაპმა მექსიკელი მორწმუნეებისთვის ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა

რომის პაპმა მექსიკელი მორწმუნეებისთვის ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა. ჩიაპას შტატის პატარა ქალაქში, პონტიფიკოსი ვერტმფრენით ჩავიდა და პირდაპირ სტადიონთან დაეშვა, სადაც მესა იყო დაგეგმილი.

პაპი ფრანცისკეს მოსასმენად სტადიონზე 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. რომაული კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ქადაგებისას ოჯახურ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავარი რაც ოჯახს აერთიანებს სიყვარულია.

ჩიაპადან რომის პაპი მორელიაში მიემგზავრება, სადაც ახალგაზრდებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. 

დღის ამბები