08 ოქტომბერი 2024,   09:32
ვრცლად
თურქეთში და საფრანგეთში სირიაში საავადმყოფოებზე განხორციელებულ იერშებს ომის დანაშაულად აფასებენ

სირიაში საავადმყოფოებზე განხორციელებულ იერშებს ომის დანაშაულად აფასებენ თურქეთი და საფრანგეთი.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ აზაზში და იდლიბის პროვინციაში, სადაც გუშინ სამი საავადმყოფო და ორი სკოლა დაიბომბა, 50 ადამიანი დაიღუპა. იერიშებში კი რუსეთს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ერთ-ერთი კლინიკა ეკუთვნოდა საერთაშორისო ორგანიზაციას ექიმები საზღვრებს გარეშე.

მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობები სირიისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანმიმართულად დაბომბეს.

პარალელურად სირიის ლიდერი გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებულ გეგმას ეხმაურება. მისი განცხადებით ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა იარაღი აღარ უნდა გამოიყენონ.

დღის ამბები