08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით ათი პირი დააკავეს

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის ბრალდებით ათი პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან, რომელბიც დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ.

სპეცოპერაცია ბრიუსელის შემოგარენში, ერთდროულად ოთხ რაიონში ჩატარდა. ეჭვმიტანილების საცხოვრებლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მათი კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა განმარტავს, რომ რეიდები პარიზის ტერაქტების გამოძიებას არ უკავშირდება.

დღის ამბები