08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად ოთხი მწარმოებელი ქვეყანა მოპოვებაზე ლიმიტს აწესებს

ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად ოთხი მწარმოებელი ქვეყანა მოპოვებაზე ლიმიტს აწესებს.

გადაწყვეტილება დოჰაში გამართულ შეხვედრაზე ოპეკის წევრმა სამმა ქვეყანამ – ვენესუელამ, საუდის არაბეთმა და კატარის წარმომადგენლებმა მიიღეს. ინიციატივას რუსეთიც შეუერთდა.

ოთხივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ იანვრის მონაცემებით არსებულ ზღვარზე მეტად ნავთობის მოპოვებას არ გაზრდიან.

გადაწყვეტილება ძალაში იმ შეთხვევაში შევა, თუ ამ ინიციატივას სხვა მომპოვებელი ქვეყნებიც დაეთახმებიან.

ამ ინფორმაციის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით მოიმატა. ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 35 დოლარი და 27 ცენტი შეადგინა. 

დღის ამბები