08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
პოროშენკო პრემიერ-მინისტრსა და გენპროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოროშენკოს განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინის მთავრობამ ბევრი შეცდომა ჩაიდინა.

"ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი რეფორმები. ხალხი მეტს ითხოვს. ნათელია, რომ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ცვლილებების ტემპით უკმაყოფილოა," - ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ ამიტომ ის პრემიერ-მინისტრსა და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უმაღლესი რადას დათხოვნის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები