20 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
93 წლის ასაკში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი გარდაიცვალა

კაიროში, 93 წლის ასაკში გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ბუტროს ბუტროს გალი გარდაიცვალა. ეგვიპტური მედიის ცნობით, ის ერთერთ საავადმყოფოში დაიღუპა, სადაც მენჯის მოტეხილობის გამო მკურნალობდა.

ბუტროს ბუტროს გალი გაეროს გენერალური მდივნად 1992 წელს აირჩიეს. ის არაბული ქვეყნის პირველი და დღემდე უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ამ თანამდებობაზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინდელ სხდომაზე ყოფილი მდივნის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

 

 

დღის ამბები