ქუთაისი აეროპორტიდან ევროპის კიდევ 7 ცენტრალურ ქალაქში პირდაპირი რეისით მოხვედრა სექტემბირდან იქნება შესაძლებელი. ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან მილანის, ბერლინის, მიუნჰენის, დორტმუნდის, სალონიკის, ლარნაკასა და სოფიას მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. ბილეთის მინიმალური ფასი 25-დან 39 ევრომდე იქნება.
7 ახალი მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე, მოთხოვნა ავიაკომოანია ვიზეარს უკვე გაკეთებული აქვს. სამოქალაქო ავიაციის საგენტოში განმარტავენ, რომ გამარტივებული პროცედურების გამო, კომპანია შესაბამის ნებართვას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც 2011 წელს გაიხსნა ევროპის მიმართულებით უკვე სრულდება 4 დაბალფასიანი პირდაპირი რეისი. სექტემბრიდან კი მათი რაოდენობა 11 გახდება.
ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ აეროპორტის განვითარების პროექტი მათ ეკუთვნით და ამის შეფერხებაში ისინი ახლანდელ და ყოფილ პრემიერებს ადანაშაულებენ.
ავტორი: თათია ხორბალაძე