08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ტერაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

თურქეთში მომხდარ სისხლიან ტერაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ერთ-ერთი პირველი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იყო. გავრცელებულ განცხადებაში მან ფედერალური მთავრობის სახელით მომხდარი დაგმო და თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სამძიმრის წერილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისარ, იოჰანეს ჰანის სახელით გავრცელდა. მათ მძიმე წუთებში თურქი ხალხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს.

ტერაქტი დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პრესმდივნის, მარკ ტონერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვაშინგტონმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ოჯახებს.

Twitter-ის საშუალებით მწუხარება გამოთქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმაც და დაადასტურა, რომ მომხდარის გამო მასსა და პრემიერ დავითოღლუს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

დღის ამბები