08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
ანკარაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია

თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 28-ს აღწევს. საავადმყოფოში კი 61 დაშავებულია გადაყვანილი.

ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. ვრცელდება აფეთქების შემდგომი კადრები, სადაც ცეცხლწაკიდებული სამხედრო მანქანები ჩანს. ქვეყნის ვიცე პრემიერის განცხადებით, სამიზნეს სწორედ სამხედროები წარმოადგენდნენ, თუმცა დაღუპულებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. გუშინ საღამოს აფეთქების ადგილის სიახლოვეს პოლიციამ საეჭვო შეკვრა აღმოაჩინა, თუმცა საბოლოოდ საფრთხე არ დადასტურდა. ტერაქტის გამო პრემიერმა აჰემდ დავუთ-ოღლუმ ბრიუსელში ვიზიტი გადადო.

დღის ამბები