იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მსჯელობას იწყებს. საუბარია მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმების დაწესებაზე.
წინადადება სტატუსის - ”მიუსაფარი ბავშვის” დადგენასა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, მთავრობის მხრიდან შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს.
კანონმდებლების თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება და აუცილებელია ამ კუთხით არსებული ხარვეზები დარეგულირდეს.