08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
"რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მოხდება"- ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებლად მოხდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ევროკავშირი მინსკის პროცესის სრულად შესრულებას უკავშირებს, თუმცა ეს უაზრობაა, რადან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი რუსეთის მოედანზე არ არის. მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ ამ პროცესთან მიმართებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაინც მოხდება,“- განაცხადა პუტინმა.

უნგრეთის პრემიერმა კი იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი სანქციების ავტომატურად გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, რადგან ევროპის ქვეყნებს რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა სურთ.

 

დღის ამბები