08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
რუსეთი თურქეთს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს

რუსეთი თურქეთს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

ვიტალი ჩურკინის თქმით, თურქეთის სპეცსამსახურები, რუსეთში შესაძლო გაგზავნის მიზნით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს წვრთნიან, მათი ბაზა კი ანტალიაში მდებარეობს.

გაეროში რუსეთის ელჩი იმასაც აცხადებს, რომ სირიაში დაჭრილი ისლამისტები სამკურნალოდ სწორედ თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში ჩადიან. ინფორმაციის წყაროს ვიტალი ჩურკინი წერილში არ ასახელებს.

დღის ამბები