08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
ბარაკ ობამა კუბაში ისტორიული ვიზიტისთვის ემზადება

ბარაკ ობამა კუბაში ისტორიული ვიზიტისთვის ემზადება. შეერთებული შტატების ლიდერი ჰავანას მარტის ბოლოს ესტუმრება. გასული საუკუნის 20–იანი წლების შემდეგ ეს იქნება ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ვიზიტი კუბაში. კალვინ კულიჯი შეერთებული შტატების ერთადერთი ლიდერია, რომელიც კუნძულზე 1928 წელს იმყოფებოდა. ბარაკ ობამას გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკეს რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა. მათი განცხადებით, ვიდრე ხელისუფლებაში კასტროს ოჯახია, ვიზიტი არ უნდა შედგეს. ვაშინგტონმა და ჰავანამ დიპლომატიური ურთიერთობა გასული წლის ივლისში აღადგინეს.

 

დღის ამბები