08 ოქტომბერი 2024,   09:34
ვრცლად
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაზე რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციას სირიის შესახებ მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტს ვეტო აშშ-მ და საფრანგეთმა დაადო. 

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ პრობლემის მოსაგვარებლად უკეთესია, რუსეთს შეესრულებინა უკვე მიღებული რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2015 წლის დეკემბერში მიიღო. 

რეზოლუცია მოითხოვდა ყველა იმ ქმედებების შეწყვეტას, რომელიც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, მათ შორის სირიაში სახმელეთო დანაყოფების შეყვანაზე უარის თქმას. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის თხოვნით, სირია-თურქეთის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფონზე გაიმართა.

დღის ამბები