08 ოქტომბერი 2024,   09:37
ვრცლად
თურქეთს თავდაცვის კანონიერი უფლება აქვს - ობამასა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის დეტალები

"თურქეთს თავდაცვის კანონიერი უფლება აქვს," - განცხადება ამის შესახებ ბარაკ ობამამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიის კრიზისი განიხილეს.

ბარაკ ობამამ თურქ კოლეგას, როგორც ნატო-ს მოკავშირეს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლის პროცესში.

სირიაში არსებული ვითარების გამო რუსეთსა და თურქეთს შორის არაპირდაპირი ომის დაწყების რისკს ხედავს საფრანგეთის ლიდერი.

ფრანსუა ოლანდმა რადიოინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა.

პარალელურად, გაერო-ს უშიშროების საბჭომ თურქეთ–სირიის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტი საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან 6–მა უარყო.

 

 

ფოტო: არქივიდან 

დღის ამბები